Wednesday, July 2, 2014

დიდგორის მემორიალი

პროექტის სახელწოდება:  დიდგორის მემორიალი.                                     
პროექტის მთავარი თემა:მოსწავლეები მოინახულებენ დიდგორის ბრძოლის ადგილს და გაათვითცნობიერებენ მემორიალის დანიშნულებას.

პროექტის აქტუალობა : პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოხდება სამშობლოს წარსულიდან  ერთ-ერთი ეპიზოდის გაცოცხლება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები ვიზუალურად აღიქვამენ ბრძოლის ადგილს, აუმაღლდებათ პატრიოტიზმის გრძნობა, გაიხსენებენ ბრძოლის პერიპეტიებს, ყურადღებას გაამახვილებენ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მათემატიკურად გამოიკვლევენ ადგილის სიბრტყულ ფორმას, დახატავენ მემორიალს, დაამზადებენ მემორიალის მაკეტს თიხისგან, პლასტელინისგან, გადაიღებენ ფოტოებს.
მონაწილეთა ასაკი:12-13წელი.
ვადა: ორი კვირა.    
შედეგები: შედეგად მოსწავლეები დაამზადებენ მაკეტს, პრეზენტაციას ააწყობენ,






დაამზადებენ კოლაჟს თემაზე: დიდგორი-ჩვენი სიამაყე.”
რესურსები: კომპიუტერი, თიხა, პლასტელინი.  
პროექტის მსვლელობა: ქალაქგარეთ VIIკლასი მოაწყობს ექსკურსიას მარშრუტით: თბილისი-დიდგორი-თბილისი, დაათვალიერებენ ბრძოლის ადგილს, იქ აღმართულ მემორიალს, წინარე ცოდნის საფუძველზე გაიხსენებენ ნასწავლ მასალას და სიტყვიერად გადმოსცემენ ბრძოლის მიმდინარეობას, გადაიღებენ ფოტოებს, დაამზადებენ მაკეტს, დახატავენ მემორიალს.


საგნებთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ             უნარებს სხვა და სხვა საგანში: ისტორიაში (ნასწავლის დაკავშირება დღევანდელობასთან), გეოგრაფიაში (ადგილმდებარეობას), მათემატიკაში (გაიღრმავებენ ცოდნას გეომეტრიაში), ხელოვნებაში (დააზადებენ მაკეტებსა და შეასრულებენ ნახატებს).
პროექტის ხელმძღვანელი: თეა თევდორაშვილი.
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: teatev73@gmail.com.

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://teatev73.blogspot.com/

No comments:

Post a Comment